ფრანკოფონია 2015 ანგარიში


ფრანკოფონია 2015   ანგარიში
ყოველწლიურად მარტის თვეში მთელი მსოფლიო აღნიშნავს ფრანკოფონიის საერთაშორისო დღეებს. ამ კვირეულის აღნიშვნაში აქტიურად არის ჩართული საფრანგეთის საელჩო საქართველოში და ფრანგული ინსტიტუტი. საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ რეგიონში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ქუთაისის აწსუ-ს ფრანკოფონები მეცხრე წელია რაც სისტემატურად ატარებენ ფრანკოფონიის კვირეულს, პროგრამა მრავალფეროვანი ღონისძიებებით არის დატვირთული.                                                                                                               სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული კვირეულის პროგრამაში. 14 მარტს აწსუ-ში ჩატარდა იმერეთის რეგიონის მე-10, მე-11 და მე-12 კლასელი მოსწავლეებისათვის რეგიონული კონკურსი ‘’J’aime le français’’. წელს ამ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის სამმა მოსწავლემ. ერთმა მე-11 კლასელმა ბ. მანჯგალაძემ და ორმა მე-12 კლასელმა ა. ენუქიძემ და ბ. ჭეიშვილმა.
 18 მარტს ჩატარდა პროფესორ-მასწავლებელთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია ‘’ფრანგული ენა და კულტურა.’’ კონფერენციაზე ფრანგული ენის მასწავლებელმა ქ. ხვედელიძემ წაიკითხა მოხსენება ‘’უცხოური ენის შესწავლასთან დაკავშირებული პრობლემები დაწყებით საფეხურზე’’. მოხსენება  დაიბეჭდება უნივერსიტეტის სამეცნიერო სტატიების კრებულში.                                                                                                                                            19 მარტს სკოლაში ჩატარდა 2 ღია გაკვეთილი ფრანგულ ენაში მე-4 და მე-7 კლასებში, პედაგოგ  ქ. ხვედელიძის მიერ. გაკვეთილებს ესწრებოდა აწსუ-ს ფრანგული ენისა და ლიტერატურის ლექტორ- მასწავლებლები, სკოლის დირექცია და პედაგოგები.
22მარტს აწსუ-ში გაიმართა ფრანკოფონიის კვირეულის დახურვისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდა, ქეთევან ქურციკიძე- თანაშემწე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში.  ბ. ჟან-ივ ლავუარი- ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ლექტორ-მასწავლებლები და კვირეულში მონაწილე ყველა სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. კვირეულის დახურვაზე მიწვეული იყო 30-ე საჯარო სკოლის დირექტორი ბ. მ. გიორგაძე, კონკურსში მონაწილე მოსწავლეები და ღია გაკვეთილების მონაწილე მე-4 და მე-7 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.             
                                                                                                         




                   

 რეგიონულ კონკურსში ‘’J’aime le français’’ მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები. მე- 12 კლასის მოსწავლე ა. ენუქიძე მოხვდა გამარჯვებულ მოსწავლეთა ათეულში და სერთიფიკატთან ერთად გადაეცა საელჩოს საჩუქარი. ფრანკოფონიის კვირეულში აქტიური მონაწილეობისთვის აწსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა სიგელით დააჯილდოვა 30-ე საჯარო სკოლა. გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების შემდეგ გაიმართა  კონცერტი აწსუ-ს სტუდენტების, აწსუ-ს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ‘’ადილას’’ და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. 30-ე საჯარო სკოლის VII კლასელი მოსწავლის მირანდა ზოსიაშვილის მიერ შესრულებულმა სიმღერამ ‘’Je t’aime’’ სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ფრანგ სტუმართან ერთად. ფრანკოფონიის ღონისძიებების ფოტოები ატვირთულია აწსუ-ს ფრანკოფონების  Facebook-ის გვერდზე.

No comments:

Post a Comment