Friday, May 12, 2017

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

        12. 05. 2017 წელი

   დღევანდელ ტრენინგზე წარმოვადგინეთ საშინაო დავალება- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ტრენერმა განიხილა და გარკვეული რეკომენდაციები მოგვცა კითხვების ტიპებთან  დაკავშირებით.                                                                                                                          გავეცანით  მეორე  მოდულის მესამე აქტივობას -შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა. განვიხილეთ  შეფასების ხუთი სტრატეგია და შევქმენით შეფასების გეგმის ჩარჩო. ამის შემდეგ  განვიხილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებების სხვადასხვა მეთოდები და შეფასების ფორმები.                                                                                                       ამ საკითხების ცოდნა ძალიან დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში.

No comments:

Post a Comment