Monday, April 18, 2016

პროექტი- ფრანგული და ქართული სამზარეულო

VIII   კლასი - პროექტი
Gastronomies française et géorgienne
პროექტის სახელწოდება
ფრანგული და  ქართული სამზარეულოები
პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადებით
მოსწავლეები უნდა იცნობდნენ არა მარტო ქართულ სამზარეულოს, არამედ ფრანგულ რეგიონულ სამზარეულოს ძირითად სახეობებსაც. აღნიშნული პროექტი კი სწორედ მათ შორის არსებულ განსხვავებასა და მსგავსებაზე აკეთებს აქცენტს.
გარდა ამისა, პროექტის ინტერაქციული ნაწილი მოსწავლეებში ავითარებს  ლაპარაკის უნარ-ჩვევას და მობილიზაციას უკეთებს ამ თემატიკის ლექსიკურ მარაგს.
პროექტის მნიშვნელობა/აქტუალობა
ქართული და ფრანგული კულტურების შედარება და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება,                                               თანამშრომლობითი სწავლება და ვიზუალიზაცია.      გონებრივი იერიში.                                                          რესურსების ეფექტურად გამოყენების უნარი.
პროექტის  მიზნები
                                        
გასტრონომია საქართველოსა და საფრანგეთში
●ქართული და ფრანგული სამზარეულოს ზოგიერთი სახეობის წარმოდგენა
●კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება
● შემოქმედებითი უნარების განვითარება
●ზეპირმეტყველების განვითარება
●თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან   თანამშრომლობა
პროექტის მონაწილეთა ასაკი
13
ვადები/ ხანგრძლივობა
10 აპრილი-10 მაისი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული  სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები
(სტანდარტთან შესაბამისობა)
უცხ.დ. I .12 მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
უცხ.დ. I . მოსწავლე იჩენს ინტერესს კულტურული განსხვავებების მიმართ.
უცხ.დ. I. 11 მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
უცხ.დ. I. 22 მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, ჯგუფის წევრებთან  მუშაობა
  მოსმენა
უცხ.ს I.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებების გაგება.
არაენობრივი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, როგორიცაა  ინტერკულტურული განათლება (იმის გააზრება, რომ არსებობს მისთვის ბუნებრივი სოციალური გარემოსაგან განსხვავებული რეალობები, ამ განსხვავებების გააზრება და მათ მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების  ჩამოყალიბება)
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, ეკრანი, პროექტორი, ნოუთბუქი, საქართველოს და საფრანგეთის  გასტრონომიული რუკები, სლაიდები და ფორმატზე ამობეჭდილი თვალსაჩინოებები გამოსაფენად, ფოტოაპარატი. რამდენიმე სახეობის კერძი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობები
აქტივობა1- მოსწავლეებთან პროგრამით გათვალისწინებული თემის წარდგენა და პროექტზე მუშაობის დაგეგმვა.                                           აქტივობა 2- მოსწავლეების განაწილება წყვილებად და დავალებების განაწილება                                               აქტივობა 3 -მასალის მოძიება ლიტერატურის და ინტერნეტის საშუალებით                                                        აქტივობა 4-  მასალის შერჩევა და დამუშავება ფრანგულ ენაზე                                                                    აქტივობა 5 - მოძიებული ინფორმაციების გამოყენებით ფრანგული და ქართული სამზარეულოს დამახასიათებელი სახეობების წარმოდგენა ( დანართი 2- სლაიდები და ბუკლეტი)                                                                აქტივობა 6-  რეცეპტების და რამდენიმე სახეობის კერძის  წარმოდგენა
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტ-ის სხვადასხვა საშუალებების  გამოყენება სასწავლო რესურსების შექმნის და გაცნობის მიზნით

გეოგრაფია- საქართველოს და საფრანგეთის რეგიონების გაცნობა, მათი გასტრონომიული სახეობების წარმოდგენა
პროექტის ხელმძღვანელი                               ( მასწავლებელი)
ქეთევან ხვედელიძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:
ketyketo155 @gmail. com
ketevankh@yahoo.fr
პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი
ketokety.blogspot. com





                       

No comments:

Post a Comment