Monday, April 18, 2016

სხეულის ნაწილები და გრძნობის ორგანოები

გაკვეთილის  გეგმა ფრანგულ  ენაში
გაკვეთილის მთავარი თემა
სხეულის ნაწილები
5 გრძნობის ორგანო
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური, V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
11 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს სხეულის ნაწილების ამოცნობას და მათ დაკავშირებას გრძნობის ორგანოებთან. იმდიდრებს ლექსიკას და სასწავლო პროცესში,ისტ-ის დახმარებით ახდენს ცოდნის ეფექტურ განმტკიცებას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

შედეგი მიღწეულია, თუ
1.უცხ.დ.II.10-  მოსწავლე შეძლებს მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობას.
2. .უცხ.დ.II.9- მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის აღქმა,  მიბაძვა-გამეორება.
3. საკომუნიკაციო ელემენტების შესწავლა/ნასწავლის განმტკიცება
4. ლექსიკური მარაგის გამდიდრება- განმტკიცება.
5. ლექსიკური მასალა: სხეულის ნაწილები,  5 გრძნობის ორგანო
6. ჯანმრთელობის მდგომარეობის ( სამედიცინო ანკეტის შევსება).
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ იცის პირადი მონაცემების შევსება , სხეულის ნაწილების სახელები
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით. ( განმავითარებელი შეფასება).
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, მარკერი, პროექტორი, ნოუთბუქი, პლაკატები, სლაიდი.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
  საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ.
1. A ფაზა ( გამოწვევა) – 16  წუთი
აქტივობა 1- საშინაო დავალების შემოწმება-Situations.                                          
დიალოგები და   სურათების აღწერა (სიტყვების დაკავშირება ნახატებთან)   (დანართი 1)                                
 აქტივობა 2. -მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, იციან თუ არა, როგორ რგავენ კომბოსტოს: „Savez-vous planter les choux?“ იგი სთავაზობს  მათ,შეისწავლონ სახალისო სიმღერა უცნაურ ადამიანებზე, რომლებიც კომბოსტოს ცოტა უცნაურად რგავენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით .     სიმღერის შესწავლამდე მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს ტექსტში შემავალ ლექსიკურ ერთეულებზე:  les choux და სხეულის აღმნიშვნელ სიტყვებზე: les mains, les pieds, le nez, le genou, le front.                           
ამისთვის აჩვენებს ნახატ-ბარათებს /მიუთითებს საკუთარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე და ბავშვებს უსვამს კითხვებს, მაგ.: Qu’est-ce que c’est ?  C’est le ventre ? etc. ბავშვები პასუხობენ და იმახსოვრებენ:( დანართი 2) C’est un pied. Non, ce n’est pas un pied, c’est un bras, etc.                                                                                                                                      აქტივობა- 3. წინა აქტივობის გაგრძელებად შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ თამაში: „მე მტკივა... - J’ai mal à…“  მოსწავლეებს მასწავლებელი ჩუმად ეუბნება, თუ რა სტკივა მას, ისინიც რიგ-რიგობით განასახიერებენ, ჟესტიკულაციით უჩვენებენ, თუ რა სტკივათ და თანაკლასელებმა უნდა გამოიცნონ და დაასახელონ. აგრძელებს ის, ვინც ყველაზე სწრაფად მიხვდება.        Avoir mal au, à la, à l’, aux- გრამატიკის  სავარჯიშოს გაკეთება                                                                                                        2. B ფაზა -შინაარსის რეალიზება 17წთ.                                           აქტივობა 4-  გამოწვევა, ლექსიკური მარაგის გაფართოება, თემასთან  დაკავშირებული სიტყვების საშუალებით (სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ პროფესიებს ( ექიმის პროფესია)                                            აქტივობა -5.  თამაში ჟესტებით/მიმიკით-Qu’est-ce que je fais ? ( ვინც დაასახელებს სწორ  პასუხს, ის აგრძელებს თამაშს) გრძნობის ორგანოების დასახელება
3. C  ფაზა- რეფლექსია   10 წთ                                                 
 აქტივობა 6-    მოსწავლე ავსებს სამედიცინო ანკეტას.                        
აქტივობა 7- ლექსი-გათვლა                                                                     აქტივობა 8-  მოსწავლეები  ასრულებენ დავალებას, სხეულის ნაწილებს აკავშირებენ გრძნობის ორგანოებთან და ამბობენ რას აკეთებს ეს ბავშვი.   აქტივობა 9 -  შეფასება, წახალისება 

                                                                                               

  შეფასების სქემა >>>
ჩამოტვირთეთ სლაიდი>>>

No comments:

Post a Comment