IX classe francophones
Sunday, May 28, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღის სამუშაო თემები იყო - სასწავლო პროექტების დაგეგმვა და შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად. გავეცანი შეფასებისთვის საჭირო სტრატეგიებს. დავამუშავე ჩემი თემისთვის საჭირო შეფასების სხვადასხვა მეთოდი. ასევე მოვისმინე დეტალური ინფორმაცია ბლოგის სხვადასხვა ფუნქციის შესახებ.
Saturday, May 27, 2017
ტრენინგის მე-6 დღე
დღეს გავეცანით მე-6 მოდულის ძირითად საკითხებს, რაც დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ დაგეგმვაში. მოცემულ მოდულზე მუშაობით ვისწავლე პროექტის პრეზენტაციის ბლოგზე განთავსება. შევაფასეთ კოლეგების პრეზენტაციები.
Saturday, May 13, 2017
ტრენინგის მე-5 დღის რეფლექსია
13. 05. 2017 წელი
ტრენინგი დაიწო დავალებების განხილვით. წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის მიზნები და სწავლის შედეგები. გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვების გამოყენებით.
შემდეგ ტრენერმა წარმოადგინა ახალი მე-3 მოდული- კავშირები. გავეცანით თემას-ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება. ვიმუშავეთ ppt - პრეზენტაციის შექმნაზე. გავეცანით საავტორო უფლებების საკითხებს და ინტერნეტის გამოყენების მრავალ შესაძლებლობას კვლევების ჩასატარებლად. ტრენერმა გვესაუბრა, როგორ მოვიძიოთ მულტიმედია რესურსები და ვისარგებლოთ ინტერნეტკავშირებით.

Friday, May 12, 2017
ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია
12. 05. 2017 წელი
დღევანდელ ტრენინგზე წარმოვადგინეთ საშინაო დავალება- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. ტრენერმა განიხილა და გარკვეული რეკომენდაციები მოგვცა კითხვების ტიპებთან დაკავშირებით. გავეცანით მეორე მოდულის მესამე აქტივობას -შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია და შევქმენით შეფასების გეგმის ჩარჩო. ამის შემდეგ განვიხილეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნის საჭიროებების სხვადასხვა მეთოდები და შეფასების ფორმები. ამ საკითხების ცოდნა ძალიან დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო პროექტზე მუშაობის პროცესში.

Saturday, May 6, 2017
მესამე დღის რეფლექსია. დღევანდელი ტრენინგის თემა იყო მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა. ტრენერმა ისაუბრა სასწავლო პროექტის დაგეგმვის შესახებ და წარმოგვიდგინა შემდეგი აქტივობები:
აქტივობა1: სტანდარტების გათვალისწინება
აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.
ტრენინგი იმით იყო საინტერესო, რომ საშუალება მოგვეცა გავცნობოდით სხვადასხვა ტიპის დოკუმენტს. ტრენინგის ბოლოს ავტვირთეთ საქაღალდე.
Subscribe to:
Posts (Atom)