კურსის რეფლექსია
ინტელის ტრენინგ კურსის გავლის შედეგად გავეცანი და დავამუშავე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება, ჩემი პედაგოგიური საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ეს დადებით ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროცესზეც. ტრენინგ კურსის განმავლობაში შესაძლებლობა მქონდა გამეანალიზებინა, დამესაბუთებინა საკუთარი გადაწყვეტილებები, მხედველობაში მივიღე ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციები და უკუკავშირი. ყოველთვის ვასრულებდი დავალებებს და ვითვალისწინებდი ტრენერის რჩევებს და შენიშვნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო შეფასების რუბრიკების გაცნობა და აგრეთვე პროექტის მოთხოვნების გათვალისწინება. მუშაობის დროს შეძენილი გამოცდილება დამეხმარება როგორც საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გამრავალფეროვნებაში, ასევე კოლეგებთან თანამშრომლობაშიც. კურსის ბოლოს წარმოვადგინე კონკრეტული სასწავლო პროექტი, შესაბამისი პრეზენტაციით, შეფასების რუბრიკებით და დამხმარე მასალებით.
წარმოდგენილი პროექტი მოსწავლეებს ძალიან დაეხმარება ამ თემის დამუშავებისას.
ReplyDeleteგავეცანი ქეთევან ხვედელიძის სასწავლო პროექტს ''გამოგონება, რომელმაც იხსნა კაცობრიობა''. პროექტში გამოყენებული იყო მრავალფეროვანი რესურსი. ნაშრომი იმსახურებს დადებით შეფასებას.
ReplyDeleteქეთევან ხვედელიძის სასწავლო პროექტი აქტუალურ თემაზეა და დადებით შეფასებას იმსახურებს.
ReplyDeleteგავეცანი ქეთევან ხვედელიძის სასწავლო პროექტს:,,გამოგონება,რომელმაც იხსნა კაცობრიობა", ნაშრომი გამოირჩევა ორიგინალობით და თემების მრავალფეროვნებით.
ReplyDelete