საკუთარი
პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის შედეგების გაზიარების რეფლექსია
როგორ აღმოვფხვრათ ენობრივი კომპეტენციის ( ლაპარაკი) მიმართულებით წარმოშობილი პრობლემები უცხოური ენის საბაზო საფეხურზე
(როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები უცხოური ენის გაკვეთილზე)
ფრანგული ენის უფროსი მასწავლებელი: ქეთევან ხვედელიძე
სსიპ ქალაქ ქუთაისის №30 საჯარო სკოლა
ქუთაისი 2018 წელი
სსიპ ქალაქ ქუთაისის #30 საჯარო სკოლაში ჩავატარე
კვლევა- როგორ აღმოვფხვრათ
ენობრივი კომპეტენციის ( ლაპარაკი) მიმართულებით წარმოშობილი პრობლემები უცხოური ენის
საბაზო საფეხურზე (როგორ
გავაუმჯობესოთ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები უცხოური ენის გაკვეთილზე)
კვლევა განვახორციელე
ინგლისური ენის უფროს მასწავლებელ სალომე ორმოცაძესთან ერთად. ჩვენი საკვლევი თემის აქტუალურობას განაპირობებდა
ის ფაქტი, რომ დღესდღეობით უცხოური ენის შემსწავლელ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს უჭირს
ისეთი ენობრივი კომპეტენციის, როგორიცაა ლაპარაკი, ეფექტურად გამოყენება. რადგან ლაპარაკი
არის ერთ-ერთი აუცილებელი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევა, რომელიც თავის მხრივ მრავალ უნარ-ჩვევას
მოიცავს ( ლექსიკური ერთეულების ცოდნა, აზროვნების სხვადასხვა დონეების ფლობა).
კვლევის მიზანი
იყო - ენობრივი კომპეტენციის- ლაპარაკის, მიმართულებით წარმოქმნილი ხარვეზების დადგენა,
პრობლემის ანალიზი და გაუმჯობესების გზების პოვნა. მიღებული შედეგი დადებითია და ვთვლი რომ შეიძლებოდა
მისი კოლეგებთან გაზიარება.
კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა მე-72 კლასის მოსწავლეები
და კათედრის მასწავლებლები. შევიმუშავე
ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევადგინე კვლევის გეგმა. კვლევა
განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წლის მანძილზე, კვლევის ვადა - 7 თვე-ნოემბერი- მაისი. აღნიშნული ვადის დასრულების შემდეგ, გატარებული ინტერვენციების შეფასების შედეგად აღმოჩნდა,
რომ მათი უმეტესობა შედეგიანი იყო და საჭიროდ
ჩავთვალე, რომ შეიძლებოდა უცხოური ენების კათედრის წევრებთან მისი გაზიარება. კვლევა წარმატებით რომ განმეხორციელებინა
და შედეგები სანდო ყოფილიყო, კვლევის მეთოდებიდან ავირჩიე როგორც თვისობრივი, ასევე
რაოდენობრივი მეთოდები (ანკეტირება, კითხვარი).
ანკეტირება
---მივმართე ანკეტირებას რათა გამეგო პასუხები კვლევისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. კითხვარები მოვამზადე:
ა) მე- 72 კლასის მოსწავლეებისათვის.
ბ) კათედრის მასწავლებლებისათვის.
პრაქტიკის კვლევის მანძილზე, პირველადი კვლევების, ინტერვენციებისა და დაკვირვების შედეგად შეძენილმა გამოცდილებამ და მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ლაპარაკის კომპეტენციის გაუმჯობესება ეფუძნება მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც საჭიროებს რეკომენდაციების შემუშავებას. კვლევის პროცესში ვიცავდი კვლევის ეთიკის ნორმებს,
რაც გულისხმობს კვლევაში ჩართულ პირთა პატივისცემას, ინფორმირებულ თანხმობასა და კონფიდენციალობის
დაცვას.
კვლევის შედეგების
პრეზენტაციისას, კოლეგებს გავაცანი კვლევის დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც
შევიმუშავე კვლევის შედეგად მიღებული გამოცდილების ფარგლებში. კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა
კოლეგებისთვის. უკუკავშირი ძირითადად იყო დადებითი. კოლეგების გარკვეული ნაწილი, ვისთვისაც
კვლევის გაზიარება დადებითი იყო მიიჩნევს, რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ
პრაქტიკის კვლევას. თემის არჩევა მათი პრაქტიკის
საჭიროებიდან მოხდება.
კვლევა, რომელმაც
კოლეგების დაინტერესება გამოიწვია, კონკრეტული პრობლემის გამოვლენაზე იყო ორიენტირებული. გარკვეულმა
საკითხებმა, რომლებიც კვლევის დროს გამოიკვეთა, ნათელი სურათის შესაქმნელად დამატებითი
კვლევის საჭიროება გააჩინა; კვლევის ფარგლებში
ხაზგასმა მოხდა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორზე, როგორიცაა : მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი მასალის მიწოდების საჭიროება. საჭიროა მასწავლებლების მხრიდან ამ საკითხზე ყურადღების მეტად გამახვილება.
მასწავლებლების
პროფესიული აქტივობები გახდა მრავალმხრივი, ამასთანავე, მათი მხრიდან
დიდი დაინტერესება გამოიწვია არამარტო პრობლემის წამოჭრამ, არამედ მისი აღმოფხვრის გზების ძიებამ. ის მასწავლებლები, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ
კვლევის პროცესში, სურვილს გამოთქვამდნენ პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობაზე და თანამშრომლობით
პროექტებზე. ამრიგად, ჩემი კვლევის შედეგებიდან
და კოლეგების უკუკავშირიდან გამომდინარე, შემიძლია ვიფიქრო, რომ შემს მიერ გაწეული
პედაგოგიური საქმიანობა სასარგებლო გამოდგა, ამასთანავე, კოლეგების რეკომენდაციები დამეხმარება პრაქტიკის გაუმჯობესებაში, რაც ასევე,
გაზრდის ჩემს მოტივაციას.
No comments:
Post a Comment